ანაკლიის ტურისტულ ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის შესახებ

  • Word
ანაკლიის ტურისტულ ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1896
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1896
23/09/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011
000000000.00(0).000.000000
ანაკლიის ტურისტულ ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1896

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

ანაკლიის ტურისტულ ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) 2011 წელს უზრუნველყოს ანაკლიის ტურისტულ ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების პერიოდული შეკეთების და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების შესყიდვის დაფინანსებისათვის საჭირო თანხების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფის საკითხი.

პრემიერ‑მინისტრი                                                             ნ. გილაური