ქ. ქუთაისის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
ქ. ქუთაისის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1884
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1884
23/09/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011
000000000.00(0).000.000000
ქ. ქუთაისის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1884

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქ. ქუთაისის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქ. ქუთაისის მერიამ ქ. ქუთაისის ცენტრალური მოედნის (ყოფილი დავით აღმაშენებლის მოედანი) რეაბილიტაციისთვის (საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, მოედნის შუაგულში თანამედროვე ტიპის შადრევნის მოწყობა სკულპტურული ელემენტებით, მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება და განათების თანამედროვე სისტემების დამონტაჟება) საჭირო სამუშაოებისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 2 300 000 (ორი მილიონ სამასი ათასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური