დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1882 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1882
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.
2. სააქციო საზოგადოება „ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ უზრუნველყოს სს „ დარიალი ენერჯის“ მიერ ემისიის გზით ახლად ემიტირებული აქციების ნაწილის – 10 000 000 (ათი მილიონი) ჩვეულებრივი სახელობითი აქციის (კაპიტალის 30%) შეძენა 10 000 000 (ათი მილიონი) აშშ დოლარად.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი ქმედებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები