დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ. თბილისის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1878 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1878
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის მერიამ:
ა) ქ. თბილისში ბუნებრივი აირის მიწოდების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის აუცილებელი სამუშაოების პროექტირებისა და ქსელის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
ბ) სამშენებლო ნარჩენების განსათავსებლად შესაფერისი ადგილების შერჩევის, შესაბამისი ოპერატორის გამოსავლენად საკონკურსო პირობებისა და ტექნიკური პირობების მომზადების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ოპერატორთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მომზადების მიზნით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისათვის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები