დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1877 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1877
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფების დადგენილი წესით (სამეგრელოს რეგიონში – 300 მ3 და შიდა ქართლის რეგიონში – 700 მ3) სათბობი შეშით უზრუნველყოფისას ტყეკაფის მონიშვნის მომსახურება განახორციელოს უსასყიდლოდ.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები