დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის ვაგზლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ“ შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და სააქციო საზოგადოება „აზერიოლსერვისს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1875 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1875
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის ვაგზლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ“ შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და სააქციო საზოგადოება „აზერიოლსერვისს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის ვაგზლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ“ შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და სააქციო საზოგადოება „აზერიოლსერვისს“ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები