დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქონების განკარგვის ხელშეწყობის მიზნით ინტერნეტმომსახურების (ინტერნეტაუქციონი, ინტერნეტმაღაზია) სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2432 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 14/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2432
2011 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქონების განკარგვის ხელშეწყობის მიზნით ინტერნეტმომსახურების (ინტერნეტაუქციონი, ინტერნეტმაღაზია) სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო და სხვა ქონების განკარგვის ხელშეწყობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ქონების ელექტრონული ფორმით განკარგვისათვის საჭირო ინტერნეტმომსახურების (ინტერნეტაუქციონი, ინტერნეტმაღაზია) სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებს 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები