სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 787
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 10/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
787
10/07/2013
გამოუქვეყნებელი, 10/07/2013
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №787

2013 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზაციო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის № 898 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად:

 ა) მიეცეს თანხმობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ,,სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტს “ იჯარის ფორმით გადასცეს ქ.თბილისში, ჩიტაძის ქ.№ 4–ში მდებარე № 4-5 შენობა–ნაგებობის საერთო 7333კვ.მ. ფართობიდან 167კვ.მ. ფართობი (მათ შორის ანტრესოლი) და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო –სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის საკადასტრო კოდი № 01.15.05.061.018);

ბ) ყოველი თვის საიჯარო ქირა განისაზღვროს 250 აშშ დოლარის ეკ ვივალენტი ლარით;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის “ მიერ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების გაწევა.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ–მინისტრი ბ. ივანიშვილი