მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2430
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2430
14/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 14/12/2011
000000000.00(0).000.000000
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2430

2011 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

მესტიის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მესტიის მუნიციპალი­ტეტს გამოუყოს 1 882 500 (ერთი მილიონ რვაას ოთხმოცდაორი ათას ხუთასი) ლარი, მათ შორის:

ა) დაბა მესტიის ცენტრის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუ­შაოების დასრულებისათვის – 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;

ბ) შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის ხარჯების დაფი­ნან­სებისათვის – 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი;

გ) ავტოსადგომებისა და შიდა გზების მოწყობისათვის – 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარი;

დ) გამგეობის ახალი ადმინისტრაციული შენობის ელექტროენერ­გიის ქსელში ჩართვისათვის – 42 500 (ორმოცდაორი ათას ხუთასი) ლა­რი;

ე) ზამთრის სეზონის განმავლობაში ადგილობრივი გზების გა­წმენდითი სამუშაოებისა და მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმისათვის საჭირო დიზელ‑გენერატორის საწვავის შეძენისათვის – 50 000 (ორმოც­დაათი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიცი­პალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორ­ციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ‑მინისტრი                                                                      ნ. გილაური