დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2429 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/12/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 14/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2429
2011 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ‑ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №826 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას გამოუყოს 878 000 (რვაას სამოცდათვრამეტი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი, მათ შორის:
ა) 810 000 (რვაას ათი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი – მესტიის მუნიციპალიტეტის სამთო კურორტის არქიტექტურულ-დაგეგმარებითი პროექტის შემუშავების, დაბა მესტიის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის საპროექტო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად;
ბ) 68 000 (სამოცდარვა ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი – ქ. ფოთში ახალი ბულვარის დაპროექტებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები