დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ მსოფლიო ბანკის მეშვეობით (გრანტის ადმინისტრატორი) საქართველოსთვის გრანტის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 789 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 10/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №789
2013 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ მსოფლიო ბანკის მეშვეობით (გრანტის ადმინისტრატორი) საქართველოსთვის გრანტის გამოყოფის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „საქართველოში საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტის“ დასაფინანსებლად შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ, მსოფლიო ბანკის მეშვეობით (გრანტის ადმინისტრატორი) საქართველოსთვის 9 252 155 აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფის შესახებ.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები