დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1865 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1865
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის მოწონების თაობაზე
„აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით შემუშავებული პროექტის (პროკურორთა შესაძლებლობების გაძლიერება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე) საფუძველზე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ გამოყოფილი გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები