დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქვეყნის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 790 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 11/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №790
2013 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
ქვეყნის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, ქვეყნის საშუალოვადიანი (2020 წლამდე) სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის (შემდგომში - დოკუმენტი) შემუშავების მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თანათავმჯდომარე
დავით ლეჟავა - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ირაკლი მატკავა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
შოთა მურღულია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
თამარ ბერუჩაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
დავით ლომიძე - საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ილია კვიტაიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
მარიამ ვალიშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
ნინო შარაშიძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
თამარ სანიკიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
თენგიზ გველესიანი - საქართველოს ფინანასთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი
გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი
ლალი ღოღობერიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
2 . კომისიამ, 2013 წლის 1 აგვისტომდე, უნდა შეიმუშაოს დოკუმენტის პროექტი, რომელიც ასახავს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებს 2020 წლამდე და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. დოკუმენტი უნდა წარმოადგენდეს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის და სხვა საშუალოვადიანი სტრატეგიული დოკუმენტების საფუძველს (მათ შორის სექტორულ დონეზე).
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები