ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობის დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობის დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 791
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 11/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
791
11/07/2013
გამოუქვეყნებელი, 11/07/2013
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობის დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №791

2013 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობის დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში პოლიტიკის შემუშავება და მართვა“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი - 35 01 01) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განახორციელოს ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობის დაცვის უზრუნველყოფისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისთვის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამისი შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი