საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „ბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ ინვესტს“და შპს „მედიმექსს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და შპს „ბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ ინვესტისა“ და შპს „მედიმექსის“ მიერ ცალკეული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1856
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1856
23/09/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „ბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ ინვესტს“და შპს „მედიმექსს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და შპს „ბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ ინვესტისა“ და შპს „მედიმექსის“ მიერ ცალკეული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1856

2011 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „ბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ ინვესტს“და შპს „მედიმექსს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის მოწონებისა და შპს „ბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ ინვესტისა“ და შპს „მედიმექსის“ მიერ ცალკეული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს „ბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ ინვესტს“ და შპს „მედიმექსს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი.

2. „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1–1/1537 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და და შპს „ბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ ინვესტს“ და შპს „მედიმექსს“ შორის საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებით და შპს „ბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ ინვესტის“ და შპს „მედიმექსისთვის“ დასაკისრებელი ვალდებულებების, კერძოდ, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2011 წლის 15 ოქტომბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ-ინვესტს“, შპს „მედიმექსს“ შორის 2010 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №100773212, 04.08.2010) 3.2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დასრულებამდე ხელშეკრულების №2 დანართით განსაზღვრული სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით, ბაზისური სამედიცინო სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფის შეუსრულებლობისათვის შპს „ბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ ინვესტის“ და შპს „მედიმექსის“ პასუხისმგებლობა განისაზღვროს ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესის შესაბამისად და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპსბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ-ინვესტს“, შპს „მედიმექსს“ შორის 2010 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №100773212, 04.08.2010) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შპს „ბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ ინვესტის“ და შპს „მედიმექსის“ პასუხისმგებლობა განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპსბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ-ინვესტს“, შპს „მედიმექსს“ შორის 2010 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №100773212, 04.08.2010) შესაბამისად.

3. განკარგულება ძალაშია „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ბლოკ-ჯორჯიას“, შპს „ბლოკ ინვესტის“ და შპს „მედიმექსისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების ამოქმედების დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                             ნ. გილაური