დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 793 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 15/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №793
2013 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‑ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადასცეს მრავალტომეული ენციკლოპედიის ‑ „საქართველო“ მეორე ტომი (200 (ორასი) ცალი) და ჟურნალ „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის“ 3 წლიური ნომერი (თითოეული 300 (სამასი) ცალი).
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები