დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, შპს „მშენუნივერსალსა“ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 782 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/07/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 10/07/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №782
2013 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
„სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, შპს „მშენუნივერსალსა“ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ
1. „ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის N126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნას „სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების პროექტის შესახებ“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, შპს „მშენუნივერსალსა“ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
2. პროექტის თანადაფინანსება განხორციელდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, სამინისტროსათვის საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები