დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1854 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1854
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის მის სარგებლობაში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა მის სარგებლობაში არსებული 1,5 კვ.მ ფართობის (მისამართი: ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №9 /ყოფილი ი. ჭავჭავაძის გამზ. №49ა/, საკადასტრო კოდი – 01.14.07.008.014) შპს „ადვესასათვის“ 3 (სამი) წლის ვადით აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემაზე, სავაჭრო ელექტრონული აპარატის (Vending Machines) განთავსების მიზნით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული იჯარის წლიური საფასური განისაზღვროს 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარის ოდენობით (ყოველთვიურად 40 ლარი).
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები