დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ოქტომბრის №643 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 647 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/10/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობი ს
განკარგულება №647
2008 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ოქტომბრის №643 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ოქტომბრის №643 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 3 317 500 (სამი მილიონ სამას ჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი, მათ შორის:
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტს – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
დ) თელავის მუნიციპალიტეტს – 100 000 (ასი ათასი) ლარი;
ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტს – 260 000 (ორას სამოცი ათასი) ლარი;
ვ) ვანის მუნიციპალიტეტს – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
ზ) სამტრედიის მუნიციპალიტეტს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
თ) თერჯოლის მუნიციპალიტეტს – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ი) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – 850 000 (რვაას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
კ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;
ლ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
მ) ცაგერის მუნიციპალიტეტს – 20 000 (ოცი ათასი) ლარი;
ნ) ლენტეხის მუნიციპალიტეტს – 450 000 (ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ო) ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – 287 500 (ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი.”.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები