„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 02/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.113.016156
12
27/05/2014
ვებგვერდი, 02/06/2014
010250040.35.113.016156
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2014 წლის 27 მაისი

ქ. ოზურგეთი

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 19 ივლისის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010  წლის 19 ივლისის №2  დადგენილებაში (სსმ V, № 7, 06/08/2010 წ.) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 131-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 131. საკრებულოს წევრის ანგარიში

1. საკრებულოს წევრი (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის პირიც) ვალდებულია, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის და საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშის ფორმის შესაბამისად, წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგინოს ანგარიში ამომრჩევლებს, აგრეთვე უპასუხონ ანგარიშის განხილვისას ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

2. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია  ყოველი წლის არაუგვიანეს 31 იანვრამდე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი - ბრძანება საკრებულოს წევრის (მათ შორის, საკრებულოს თანამდებობის პირის) მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის გრაფიკის შესახებ.

3. პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა ხდება საკრებულოს სხდომის დარბაზში, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა კი - შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის საჯარო დაწესებულების (მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ადმინისტრაციული შენობა, სკოლა, კულტურის სახლი და ა.შ.) დარბაზში.

4. საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის ჩაბარებას ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი.

5. საკრებულოს აპარატი ვალდებულია საკრებულოს წევრის ანგარიშის სრული ტექსტი, ასევე ინფორმაცია ანგარიშის წარდგენის დღის, ადგილისა და დროის შესახებ გამოაქვეყნოს ამ დებულების 135-ე მუხლით დადგენილი წესით, ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც.

6. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომას წარმართავს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

7. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომას ესწრებიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლები, ასევე ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირები.

8. ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან თავის შენიშვნები და წინადადებები და შეაფასონ საკრებულოს წევრის საქმიანობა.

9. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

10. საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ინახება საკრებულოს აპარატში.

11. საკრებულოს აპარატი საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებისთვის ყოველწლიური ანგარიშის ჩაბარების თაობაზე ინფორმაციას აწვდის საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო, კენჭისყრის გარეშე, ცნობად იღებს აღნიშნულ ინფორმაციას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ სურგულაძე