„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 360
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.017980
360
27/05/2014
ვებგვერდი, 28/05/2014
140080000.10.003.017980
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №360

2014 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2013,  140080000.10.003.017235) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“:      

1. მე-6  მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  ახორციელებს საქართველოს პრემიერ‑მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ  საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრების (საქართველოს პრემიერ‑მინისტრის და საქართველოს პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე), უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის (ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა პირთა დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას;“;

ბ) „ბ“  ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.სამსახურის ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან წარმართავს სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი.“.

3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15

სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) სამსახურის ადმინისტრაცია  (დეპარტამენტი);

ბ) პირადი დაცვის დეპარტამენტი;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის დეპარტამენტი;           

დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;   

ე) ოპერატიული დეპარტამენტი;

ვ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;

ზ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);

თ) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ი)  სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი;

კ) კადრების მთავარი სამმართველო;

ლ) ესკორტირების მთავარი სამმართველო;

მ)  სამედიცინო მთავარი სამმართველო;

ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;

ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;

პ) სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო).“.

4.  მე-16 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ)  მე‑2  პუნქტის „დ“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ  საქართველოს პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების დაცვით უზრუნველყოფა პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე,  ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით გამგზავრებისას - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (ეს წესი არ მოქმედებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაში);“;

გ)  მე‑2 პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის (ახალი მოწვევის პარლამენტის  უფლებამოსილების ვადით) დაცვით უზრუნველყოფა;“;

დ) მე‑2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისა და სხვა პირების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;“;

ე) 21  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21 .  საქართველოს პრემიერ‑მინისტრის დაცვის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა)  საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ბ)  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;

გ)  საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში;

დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი ბინისა და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მისი დროებითი ადგილსამყოფელის  დაცვის ღონისძიებების განხორციელება;

ე) 2013 წლის 17 ნოემბრის შემდგომი პერიოდიდან უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის  წევრების დაცვით უზრუნველყოფა, პრემიერ-მინისტრის სიცოცხლის ბოლომდე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით გამგზავრებისას - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (ეს წესი არ მოქმედებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაში).“;

ვ) მე‑3  პუნქტის „ა“  ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების ადმინისტრაციული შენობების, სამთავრობო რეზიდენციებისა და სხვა ობიექტების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;“;

ზ) მე‑13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

„131.  სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპლექსური სასწავლო-საწვრთნელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე, თეორიული და პრაქტიკული მეცა­დინეობების ჩატარებით მოსამსახურეთა ფიზიკური, საცეცხლე, ტაქ­ტიკური და საბრძოლო მომზადების უზრუნველყოფა, აგრეთვე, შესაბამისი ტესტებისა და ნორმატივების ჩაბარების უზრუნველყოფა, მათ შორის, მომზადების და პროფესიული გადამზადების კურსის ან/და ცალ­კეული ეტაპის დასრულების შემდეგ.“.

5. მე‑17  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაცვითი ღონისძიების ერთობლივად ჩატარების ეფექტიანობის მიზნით, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები კოორდინაციას უწევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სამმართველოების შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი