დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016348 |
|
,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის №151 ბრძანებაში (სსმ, 141, 01/11/2010, 100110000.22.038.016006) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა შემდეგნაირად: ა) აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს საქართველოს დედაქალაქის ქ. თბილისისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან და სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულთა საქმეებისა; ა1) აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო – განიხილავს თვითმმართველი ქალაქის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან და სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულთა საქმეებისა; ბ) დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან და სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულთა საქმეებისა; გ) არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებს; დ) ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს სრულწლოვან ქალ მსჯავრდებულთა საქმეებს.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოს არანაკლებ ერთ წევრს დამატებით უნდა ჰქონდეს არასრულწლოვნებთან მუშაობის სათანადო გამოცდილება ან/და სპეციალური მომზადება პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში, ხოლო ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოს არანაკლებ ერთ წევრს დამატებით უნდა ჰქონდეს სპეციალური მომზადება ან/და სამუშაო გამოცდილება გენდერულ საკითხებზე და ქალი პატიმრების უფლებებთან დაკავშირებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები