დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზ. ჭელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 417 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/09/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 06/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №417
2006 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
ზ. ჭელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა ჭელიძე.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები