დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1354 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/07/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 13/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1354
2012 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ დაბა ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩისა და მიმდებარე მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებისათვის საჭირო თანხა 192 321 (ას ოთხმოცდათორმეტი ათას სამას ოცდაერთი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები