დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „დასავლეთის ინფექციურ დაავადებათა ცენტრისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 მაისის №18/05/02 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის მოწონებისა და შპს „დასავლეთის ინფექციურ დაავადებათა ცენტრის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 518 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 30/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №518
2013 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ დასავლეთის ინფექციურ დაავადებათა ცენტრისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 მაისის №18/05/02 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტის მოწონებისა და შპს „ დასავლეთის ინფექციურ დაავადებათა ცენტრის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება შპს „ დასავლეთის ინფექციურ დაავადებათა ცენტრის“ საქართველოს ეკონომ იკისა და მდგრადი განვითარების სამინისტ რო სთან 2012 წლის პირველ ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულე ბის პირობების დარღვევისთვის ხელშეკრულების 5.2.3 მუხლით გან სა ზღვრული, დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გა და ხ დისგან გათავისუფლების თაობაზე.
2. მოწონებულ იქნეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ დასავლეთის ინფექციურ დაავადებათა ცენტრისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 18 მაისის №18/05/02 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი და ხელმოსაწერად წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.
3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები