„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 62/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016797
62/ნ
28/05/2014
ვებგვერდი, 29/05/2014
040030000.22.022.016797
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №62/ნ

2014 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №123/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 03/09/2013; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016643) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

 „4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი, ოფიციალური ვებგვერდი − www.sou.edu.ge და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის იურიდული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №9, 0186“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  1” , „კ2” , „კ3”, „კ4”  ქვეპუნქტები:

„კ1) ახორციელებს  საგამომცემლო საქმიანობას;

 კ2) ახორციელებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროცესში შექმნილი  პროდუქციის რეალიზებას;

 კ3) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევითი და ლაბორატორიული საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის  (გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის) წარმოებასა და რეალიზებას;“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, ბიბლიოთეკისაგან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების (ადმინისტრაციის) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის  აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოს, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან“.

4. მე-5 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. უნივერსიტეტში:

ა) რექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,15 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,35 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში;

ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში;

გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში;

დ) ფაკულტეტის დეკანის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება დაკავებული  აკადემიური თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის არანაკლებ 1,10 კოეფიციენტზე და არაუმეტეს 1,30 კოეფიციენტზე ნამრავლის ფარგლებში“.

5. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა  პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ“.

6. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„4.  სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული  ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლებისა და უნივერსიტეტის თანამშრომლების მონაწილეობით“.

8. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ორმაგი ოდენობით. სტუდენტები შეადგენენ  წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი  არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ“.

9. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ე) უნივერსიტეტის  აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება“.

10. მე-13 მუხლის მე-9 და მე-10  პუნქტები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„9. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების და უნივერსიტეტის თანამშრომელთა  მონაწილეობით.

10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნო“.

11. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.  გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.“;

ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი“.

12. მე-16  მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს  წარმომადგენლობით საბჭოს;

დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;

ე) ხელმძღვანელობს ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები“.

13. 21-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„3. დეკანად შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი“;

ბ) მე-4   პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი“;

გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული პროფესორი ან  პროფესორი“.

15. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან“.

16. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი

1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან.

2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი.

3. პროფესორები მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებს.

4. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში“.

17. 26-ე მუხლის  მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კონკურსის ჩატარების წესი:  

ა) პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორისა და  ასისტენტის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით იქმნება ფაკულტეტების საკონკურსო კომისია. ფაკულტეტების საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება სულ მცირე 3 წევრის შემადგენლობით. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მდივანს. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს კომისიის წევრთა რაოდენობა. კომისიაში დამატებითი  წევრის შეყვანის საკითხს  წყვეტს აკადემიური საბჭო. კონკურსის მონაწილე არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი;

ბ) საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით არჩევს ფაკულტეტის საბჭო. შერჩეულ კანდიდატურებს ფაკულტეტის საბჭო დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. აკადემიური საბჭო განიხილავს და ამტკიცებს კომისიის შემადგენლობას;

გ) საკონკურსო კომისია უფლებამოსილია:

გ.ა) პირველ ეტაპზე შეამოწმოს  კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია;   

გ.ბ) საჭიროების  შემთხვევაში, მეორე ეტაპზე  მოიწვიოს  კონკურსანტი  გასაუბრებაზე, მოსთხოვოს კონკურსანტს საცდელი ლექციის ჩატარება (საჯარო ლექცია, პროგრამის პრეზენტაცია). გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს როგორც კითხვა-პასუხის, ასევე კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში − პრეტენდენტის მიერ გარკვეული საკითხების მოკლე მიმოხილვის სახით. გასაუბრებისა და ლექციის ჩატარების მოკლე მიმოხილვა აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში;

გ.გ) პრეტენდენტის მიერ გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა ან უარის თქმა და ასევე საცდელ ლექციაზე გამოუცხადებლობა ან მის ჩატარებაზე უარის თქმა, წარმოადგენს პრეტენდენტის კონკურსიდან მოხსნის საფუძველს;

გ.დ) საჭიროების შემთხვევაში შექმნას სპეციალური საექსპერტო ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამის დასკვნას და არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;

გ.ე) განახორციელოს აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების საორგანიზაციო სამუშაოები;

გ.ვ) მიიღოს და განიხილოს საპროცედურო დარღვევებთან დაკავშირებული განცხადებები/საჩივრები;

გ.ზ) ნაწილობრივ ან მთლიანად გააუქმოს ან შეცვალოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

გ.თ) არ განიხილოს განცხადება/საჩივარი, თუ დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი;

დ) კონკურსის (კენჭისყრის) ჩატარების დღეს საკონკურსო კომისია იხილავს რა კონკრეტული საკონკურსო თანამდებობის არსებულ საშტატო ერთეულებზე მონაწილე თითოეული კონკურსანტის მონაცემებს, ღია კენჭისყრით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამასთან, საკონკურსო კომისიის ყოველ წევრს უფლება აქვს, კონკრეტულ საკონკურსო თანამდებობაზე ხმა მისცეს არაუმეტეს იმდენ კონკურსანტს, რამდენი საკონკურსო ადგილიცაა მოცემულ თანამდებობაზე. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებები ფიქსირდება შესაბამის ოქმში (ოქმებში);

ე) კონკურსში გამარჯვების (აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის) აუცილებელი წინაპირობაა კონკურსანტის მიერ საკონკურსო კომისიის სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობის მიღება. ამასთან, თუ იმ კონკურსანტთა რაოდენობა, რომლებმაც მოიპოვეს ხმათა აუცილებელი რაოდენობა, აღემატება შესაბამისი საკონკურსო ადგილების რაოდენობას, გამარჯვებულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კონკურსანტი, რამდენი საკონკურსო ადგილიცაა გამოცხადებული. თუ რომელიმე საკონკურსო თანამდებობაზე ორ ან მეტ კონკურსანტს მოპოვებული აქვს ხმათა აუცილებელი და თანაბარი რაოდენობა და მათ შორისაა გასაკეთებელი არჩევანი, ამ კონკურსანტებს დაუყოვნებლივ, განმეორებით ეყრება კენჭი გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული  მეორე კენჭისყრითაც ვერ გამოვლინდა, ამავე წესით ტარდება იმდენი კენჭისყრა, რამდენიც საჭირო იქნება მოცემულ საკონკურსო თანამდებობაზე არსებული საკონკურსო ადგილის (ადგილების) დაკომპლექტებისათვის;

ვ) საკონკურსო კომისია კონკურსის შედეგებს აქვეყნებს თვალსაჩინო ადგილზე,  თითოეულ აკადემიურ თანამდებობაზე/საკონკურსო ადგილზე კონკურსის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს კონკურსის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული დღისა;

ზ) საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი წესის დარღვევასთან დაკავშირებით კონკურსში მონაწილე კონკურსანტს ან საკონკურსო კომისიის წევრს უფლება აქვს დარღვევიდან 2 დღის განმავლობაში შეიტანოს განცხადება/საჩივარი იმავე საკონკურსო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება;

თ) ფაკულტეტის საკონკურსო კომისია ვალდებულია განმცხადებელს გადასცეს ცნობა, რომელშიც აღინიშნება განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი და დრო; განცხადების/საჩივრის შეტანიდან 2 დღის განმავლობაში განიხილოს განცხადება/საჩივარი და მიიღოს გადაწყვეტილება მის დაკმაყოფილებაზე,  უარყოფაზე ან მის განუხილველად დატოვებაზე;

ი) განცხადების/საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ დადგენილი წესის დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია ან შეიძლება იქონიოს კონკურსის შედეგზე;

კ) საკონკურსო კომისიების დასკვნებს, ცალ-ცალკე ფაკულტეტების მიხედვით აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ, ამტკიცებს აკადემიური საბჭო. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

კ.ა) საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ;

კ.ბ) საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ნაწილობრივ დამტკიცებისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ;

კ.გ) საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ;

ლ) კონკურსი დასრულებულად ითვლება ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

მ) უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცხადდება საჯაროდ;

ნ) კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ სხვა წესებს, ვადებს, საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და დანართების ნუსხასა და პროცედურულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს  წარმომადგენლობით საბჭოს“.

18. 27-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით“;

) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორანტი 3 წლის ვადით“.

19. 28-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროფესიული განვითარების მიზნით,  5 წელიწადში ერთხელ, აკადემიური თანამდებობის დაკავებიდან 2 კალენდარული წლის შემდეგ, აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ პირის მიმართ, რომელიც აკადემიურ თანამდებობას დაიკავებს მეორე ან მომდევნო ვადით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ორწლიანი შეზღუდვა არ ვრცელდება. სამეცნიერო კვლევების სპეციფიკიდან გამომდინარე, აკადემიურ პერსონალს აქვს უფლება, გარდა ანაზღაურებადი შვებულებისა,  დამატებით აიღოს  უხელფასო სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება, რომლის ხანგრძლივობას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე წყვეტს ფაკულტეტის საბჭო“.

20. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, დეკანი და მისი მოადგილე, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი“.

21. 31-ე  მუხლის „ე“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) 65 წლის ასაკის მიღწევა. 65 წელს მიღწეულ უკვე არჩეულ ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს უფლებამოსილება განესაზღვროთ დარჩენილი ვადით“.

22.  33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით, სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;  საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ   საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში“;

23. 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

2. მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით“.

24. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე