„ქ. ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ. ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
მიღების თარიღი 23/05/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016211
15
23/05/2014
ვებგვერდი, 28/05/2014
010250020.35.132.016211
„ქ. ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვიმმართველი ქალაქი ბათუმი
 

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №15

2014 წლის 23 მაისი

ქ.ბათუმი


 

„ქ. ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თვითმ­მართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
  „ქ. ბათუმის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ 06.02.2014 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი



დანართი
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა

1. ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ

ინფორმაციის დასახელება

განახლების ვადები

1.1

თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს სტრუქტურა და ფუნქცი­ების აღწერა

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.2

თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს, საკრებულოს აპარატის, საკრებულოს კომისიების საქმია­ნო­ბის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დე­ბულება/წესდება, შინაგანაწესი)

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.3

თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოად­გილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელების შესახებ ინფორ­მაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

1.4

ქ. ბათუმის საკრებულოს  მისა­მა­რ­თი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკრებულოს სამდივნოს ტელეფონის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2. საჯარო ინფორმაციის გვერდი

2.1

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნ­ველყოფაზე პასუხისმგებელი პირის (პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ტელეფონის ნომერი

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.2

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავ­შირებული სამართლებრივი აქტები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.3

საქართველოს პრე­ზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი სა­ქარ­თველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ან­გარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

3.    ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

3.1

გამოცხადებული ვა­კან­ტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედე­გები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინა­ობა)

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.2

ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს საკრებულოში კონკურსის ჩატარების წესებს

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

3.3

დასაქმებულ პირთა ოდე­ნობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენ­დე­რულ ჭრილში

ქვეყნდება ყოველწლიურად

4. ინფორმაცია განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და  ქონების პრივატიზების შესახებ

4.1

სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა

ქვეყნდება კვარტალურად

4.2

სახელმწიფო შეს­ყი­დვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციე­ლე­ბული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია  მიმწოდებლის, შესყიდვის ობიექტის, შესყიდვის საშუ­ალების, ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარი­ც­ხული თანხების მითითებით

ქვეყნდება კვარტალურად

5.    ინფორმაცია ქ. ბათუმის საკრებულოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ

5.1

დამტკიცებული და და­ზუსტებული ბიუჯეტების ასიგნება

ქვეყნდება კვარტალურად

5.2

ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრე­მიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდე­ბო­ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად)

ქვეყნდება კვარტალურად

5.3

ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გა­წეული  სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებო­ბის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გა­რეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)

ქვეყნდება კვარტალურად

5.4

ბალანსზე რიცხული ავ­ტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მო­დე­ლის მითითებით

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.5

ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.6

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსა­ხურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია  ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.7

ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.8

ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბ­რებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები)  გა­წეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამუ­რად

ქვეყნდება ყოველწლიურად

6. სამართლებრივი აქტები

6.1

საკრებულოს ნორმატიული აქტები (დადგენილებები)

ქვეყნდება ძალაში შესვლი­დან  10 დღის განმავლობაში

6.2

საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები (განკარგულებები)

ქვეყნდება ძალაში შესვლი­დან  10 დღის განმავლობაში

6.3

საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები

ქვეყნდება ძალაში შესვლი­დან  10 დღის განმავლობაში

7. ანგარიშები

7.1

საკრებულოს წევრის ანგარიში

ქვეყნდება ძალაში შესვლი­დან  20 დღის განმავლობაში

 


შენიშვნა 1. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში, ხოლო ყოველწლიურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია − წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შენიშვნა 2. თუ დადგენილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.