„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 900
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016206
900
28/05/2014
ვებგვერდი, 29/05/2014
010170000.22.029.016206
„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №900

2014 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართელოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში (ვებგვერდი, 19/07/2013, სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.016057) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. დამტკიცდეს „დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“ (დანართი №5).

3. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ (შემდგომში - წესი) (დანართი №1) მე-4 მუხლის მე-11 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დევნილი ითვლება რეგისტრირებულად, თუ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვადაში და ადგილზე გაივლის რეგისტრაციას. რეგისტრაციის გავლისას, დეპარტამენტის და/ან სარეგისტრაციო კომისიის მიერ დევნილზე გაიცემა ცნობა რეგისტრაციის გავლის თაობაზე.“.

4. წესის მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე

დანართი №5
დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი

მუხლი 1. დევნილთა მონაცემთა ბაზის ფორმა და მონაცემთა ბაზაში არსებული საინფორმაციო ველების ჩამონათვალი
1. პიროვნების სარეგისტრაციო მოდული

ა) პიროვნების პერსონალური მონაცემები:

ა.ა) სახელი

ა.ბ) გვარი

ა.გ) მამის სახელი

ა.დ) სქესი

ა.ე) დაბადების ადგილი

ა.ვ) ფოტოსურათი

ა.ზ) სარეგისტრაციო ნომერი

ა.თ) ნათესაური კავშირი

ა.ი) ინფორმაცია მეურვის შესახებ

ა.კ) პირადი ნომერი

ა.ლ) დოკუმენტის ნომერი

ა.მ) დოკუმენტის გაცემის თარიღი

ა.ნ) დოკუმენტის მოქმედების ვადა

ა.ო) დოკუმენტის დასახელება

ა.პ) საკონტაქტო საშუალება

ა.ჟ) ელექტრონული ხელმოწერა.

2. ინფორმაცია პიროვნების მისამართების შესახებ

ა) დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი

ბ) დევნილის რეგისტრაციის ადგილი

გ) დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი

დ) ობიექტის დასახელება.

3. დამატებითი ინფორმაცია

ა) მოქალაქეობა

ბ) რომელი წლის შედეგად გახდა დევნილი

გ) ეთნიკური წარმომავლობა

დ) განათლება

ე) სამუშაო გამოცდილება

ვ) ქმედითუნარიანობის შეზღუდვა

ზ) სოციალური სტატუსი

თ) ოჯახური მდგომარეობა

ი) პროფესია

კ) ენების ფლობა

ლ) კომენტარები (სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია).

4. ოჯახის წევრების შემადგენლობა

5. ფინანსური ინფორმაცია

ა) ერთჯერადი დახმარება

ბ) ჰუმანიტარული აქციები

გ) გრძელვადიანი განსახლებით უზრუნველყოფა

დ) შემწეობის შეწყვეტის/შეჩერების მიზეზი

        ე) ინფორმაცია დამატებით დარიცხული შემწეობის შესახებ.

მუხლი 2. Online - წვდომა
Online - წვდომა ხორციელდება სხვადასხვა მონაცემთა ბაზებთან კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 3. მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილების შეტანა
მონაცემთა ბაზაში დაცულ დევნილის პერსონალურ მონაცემებში ცვლილება, ასევე დამატებითი ინფორმაციის ასახვა, ხორციელდება მინისტრის თანხმობით დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შესაბამისად უფლებამოსილი დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ. მონაცემთა ბაზაში არსებული დევნილის რეგისტრაციის ადგილისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის ცვლილება ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.