„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 59/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016794
59/ნ
27/05/2014
ვებგვერდი, 27/05/2014
430010000.22.022.016794
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №59/ნ

2014 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ერთიანი ეროვნული გამოცდების  ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18  თებერვლის  №19/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 210211, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“  მე-40 მუხლის მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:

„20. 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და ამ პროგრამაზე აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით:

ა)  სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი:

ა.ა) უფლებამოსილია 2014 წელს აბიტურიენტთა მიღება გამოაცხადოს იმ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელზე ჩარიცხვისთვისაც სავალდებულოა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების ჩაბარება;

ა.ბ) უფლებამოსილია ამ პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით 2014 წლის 30 მაისამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში  წარადგინოს ანკეტა;

ა.გ) ვალდებულია კონკურსის შედეგები გადაუგზავნოს ცენტრს დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით;

ბ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორე გადაამოწმოს და მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა დამოწმებული ანკეტა გადააგზავნოს ცენტრში;

გ) ცენტრი:

გ.ა) ვალდებულია ანკეტაში გათვალისწინებული კომპიუტერულად დამუშავებული ელექტრონული ინფორმაცია ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე;

გ.ბ) ვალდებულია სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან კონკურსის შედეგების მიღების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს  5 დღისა ელექტრონულ ბაზაში ასახოს ინფორმაცია აბიტურიენტთა შემოქმედებითი ტურის თაობაზე.

დ) აბიტურიენტი:

დ.ა) ვალდებულია გამოთქვას სურვილი კონკურსის ჩაბარების თაობაზე და  დარეგისტრირდეს სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, უნივერისტეტის მიერ დადგენილ ვადებში;

დ.ბ) ვალდებულია 2014 წლის 25 ივნისიდან   ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებამდე სარეგისტრაციო განაცხადში ამ პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების გათვალისწინებით შეცვალოს დებულების მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე