დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 113 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.038.016368 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანებით (სსმ, 010240030.22.038.016136, 17/12/2012) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ახორციელებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მოსამსახურეთა სამსახურში მიღებას, თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სხვა სამუშაოზე გადაყვანას, სამსახურში აღდგენას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასა და დადგენილი ნიმუშის შესაბამისად, სამსახურებრივი მოწმობების გაცემას;“; 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) მინისტრის წერილობითი თანხმობით ახორციელებს დეპარტამენტისა და დაწესებულებების მოსამსახურეთა პრემირებასა და წახალისებას (ფულადი პრემია, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება და სამოქალაქო ან სამსახურებრივ - საშტატო იარაღით დაჯილდოება);”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები