მოხელეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
მოხელეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 25/03/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 31/03/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 23/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
173
25/03/1998
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 6, 31/03/1998
010.340.000.05.002.001.
მოხელეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/1998 - 23/08/2010)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №173

1998 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

მოხელეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

დამტკიცდეს მოხელეთა რეზერვის შესახებ თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მოხელეთა რეზერვის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

ეს დებულება შემუშავებულია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებისათვის მოხელეთა რეზერვის ფორმირების წესს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირთა უფლებებს და მათ მიმართ წაყენებულ აუცილებელ მოთხოვნებს.

    მუხლი 2. მოხელეთა რეზერვი

მოხელეთა რეზერვი არის იმ პირთა შესახებ მონაცემთა ერთობლიობა,რომლებიც თავისი კვალიფიკაციითა და გამოცდილებით რეალურ კანდიდატებს წარმოადგენენ საჯარო სამსახურში თანამდებობის დასაკავებლად.

    მუხლი 3. მოხელეთა რეზერვის შექმნის მიზანი

მოხელეთა რეზერვის შექმნის მიზანია:

ა) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების ვაკანტური თანამდებობისათვის კანდიდატების შერჩევა;

ბ) იმ პირთათვის, ვინც წარმატებით ჩააბარა გამოცდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წინაშე ან გათავისუფლებულია საჯარო სამსახურიდან, საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის გამოძებნა.

    მუხლი 4. რეზერვში ჩარიცხვის წესი

1. რეზერვში ჩარიცხვას ექვემდებარებიან შემდეგი პირები:

ა) მოხელე, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, სავალდებულო სამხედრო სამსახურში ან არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის, აგრეთვე არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენის მიზნით;

ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული პირი, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო თანამდებობაზე არ დაინიშნა;

გ) პირი, რომელიც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მოწონებულ იქნა, როგორც შესაბამისი აღნიშნული თანამდებობისათვის.

2. მოხელეთა რეზერვში არ ჩაირიცხება:

ა) მოხელე, რომელსაც სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ უფლება აქვს, მაგრამ არ სურს ჩაირიცხოს რეზერვში;

ბ) პირი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა გამოცდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას, მაგრამ არ სურს ჩაირიცხოს რეზერვში;

გ) პირი, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლდა სამსახურის ვადის გასვლის გამო და უკანასკნელი თანამდებობის დაკავებამდე მუშაობდა განუსაზღვრელი ვადით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.

    მუხლი 5. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვის წესი

1. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

2. ამ დებულების მე-3 მუხლში არსებული საფუძვლის დადგომის შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულების საკადრო სამსახურის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ უგზავნის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას მოხელის ნამსახურობის ნუსხას, მოხელის განცხადებას რეზერვში ჩარიცხვის შესახებ და შრომის წიგნაკს.

3. საკონკურსო-საატესტაციო კომისია ქმნის შესაბამისი დაწესებულების მოხელეთა რეზერვს.

4. რეზერვში ჩარიცხული პირი 3 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.

5. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო აყალიბებს სახელმწიფო მოხელეთა რეზერვის ერთიან საინფორმაციო სისტემას.

6. მოხელეთა რეზერვიდან პირის გამოყვანა ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირი დაინიშნა მოხელის შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე;

ბ) პირი გასამართლებულ იქნა განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

გ) პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;

დ) პირს სასამართლოს მიერ ჩამოერთვა შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირმა მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

ვ) პირმა მიაღწია სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს.

    მუხლი 6. თანამდებობაზე დანიშვნა რეზერვიდან

1. დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც საჭიროებს მოხელეს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად, შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას აცნობებს ვაკანსიის არსებობას, თანამდებობის დასახელებისა და მის დასაკავებლად წაყენებული მოთხოვნების მინიშნებით.

2. შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისია სამ დღეში დაწესებულების ხელმძღვანელს უგზავნის რეზერვიდან ამონაწერს იმ პირთა შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, აგრეთვე მათი ნამსახურობის ნუსხებს.

3. საკონკურსო-საატესტაციო კომისია შესაბამის კანდიდატს არჩევს შემუშავებული მეთოდიკის მიხედვით.

4. დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამის კანდიდატს მისი განცხადების საფუძველზე.

    მუხლი 7. რეზერვში ჩარიცხული პირის უფლება განაცხადოს უარი თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზებაზე

რეზერვში ჩარიცხულმა პირმა შეიძლება უარი განაცხადოს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, თუ შეთავაზებული თანამდებობა:

ა) არ შეესაბამება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას;

ბ) არ იძლევა კანონმდებლობით დადგენილი შეღავათებით სარგებლობის საშუალებას;

გ) იმყოფება სხვა ადგილზე.