„ყვარლის ტბის (მდინარე დურუჯთან) დასასვენებელი კომპლექსის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1874 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2000
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 13/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
2000
13/10/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 13/10/2011
000000000.00.00.000000
„ყვარლის ტბის (მდინარე დურუჯთან) დასასვენებელი კომპლექსის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1874 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №2000

2011 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „ყვარლის ტბის (მდინარე დურუჯთან) დასასვენებელი კომპლექსის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1874 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხ­ლის შესაბამისად, „ყვარლის ტბის (მდინარე დურუჯთან) დასასვენებელი კომპ­ლექსის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორ­ცი­ე­ლ­ების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1874 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემ­დეგი ცვლილება :

1. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნ­ქტე­ბი:

„11. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპა­ნი­ამ“ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სამუშაოების გან­სა­­ხორ­ციელებლად საკუთარი შემოსავლების ფარგლებში უზრუნველყოს და­­მატებით 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარის ხარჯების ანა­ზ­ღ­ა­­­ურება.

12. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპა­ნი­ის“ მიერ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სამუშაოების გან­სა­ხორ­­ციელებლად საკუთარი შემოსავლების ფარგლებში გაწეული ხარ­­ჯე­ბის ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „სა­­ქარ­თველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კა­ნონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისას გაითვა­ლის­წი­ნოს სა­ქარ­თველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სა­­მი­ნის­ტროსათვის 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარის გა­მო­ყო­ფის სა­კითხი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომ­პა­ნი­ი­სა­თვის“ გადასაცემად.“.

2. განკარგულების მე‑3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქც­ი­ით:

„3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს გა­ერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ამ განკარგულების პირ­ვე­ლი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შეს­­ყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ‑მინისტრი                                                          ნ . გილაური