ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას და, მეორე მხრივ, „Egis International“-სა და „Orex-Loisirs“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის თანხის გამოყოფისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1998
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 13/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
1998
13/10/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 13/10/2011
000000000.00.00.000000
ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას და, მეორე მხრივ, „Egis International“-სა და „Orex-Loisirs“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის თანხის გამოყოფისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 1998

2011 წლის 13 ოქტომბერი

. თბილისი

ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას და, მეორე მხრივ,  „Egis International“-სა  და „Orex-Loisirs“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის თანხის გამოყოფისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

1. ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას და, მეორე მხრივ, „Egis International“-სა და „Orex-Loisirs“-ს შორის გაფორმდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე.

2. მოწონებულ იქნეს , ერთი მხრივ,  საქართველოს მთავრობას და, მეორე მხრივ, „Egis International“-სა და „Orex-Loisirs“-ს შორის გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტი.

3. ამ განკარგულების მე‑2 პუნქტში მითითებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების მე‑2 პუნქტში მითითებული მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის  საშუალებით.

5. „Egis International“-სა და „Orex-Loisirs“-ის საქმიანი რეპუტაციის, მათი ცნობადობისა და მომსახურების ხარისხის გათვალისწინებით, აღნიშნული კომპანიები გათავისუფლდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.

6. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით დადგინდეს აღნიშნული ბრძანების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისაგან განსხვავებული პირობები. 

 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, განკარგულების მე‑2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2011‑2012 წლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდის მიზნით თანხის გამოყოფა.

8. განკარგულების შესრულების კონტროლი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ . გილაური