პროგრამული ბიუჯეტის დანერგვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

  • Word
პროგრამული ბიუჯეტის დანერგვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 718
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 31/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
718
31/03/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 31/03/2011
000000000.00(0).000.000000
პროგრამული ბიუჯეტის დანერგვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 718

2011 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

პროგრამული ბიუჯეტის დანერგვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, „პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის №284 განკარგულების შესრულების მიზნით:

1. დაევალოთ საქართველოს სამინისტროებსა და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს – საქსტატს და ეთხოვოთ საქართველოს კონტროლის პალატასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამუშაო ჯგუფების შექმნა 2012 წლის პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების პროექტების მოსამზადებლად.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს:

ა) პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტის შედგენის მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი ფორმები და ინსტრუქციები და უზრუნველყოს მათი მიწოდება ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა და უწყებებისათვის;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროებისა და უწყებების შესაბამისი წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნას სამუშაო ჯგუფები.

3. ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისსა და საქართველოს კონტროლის პალატას, გამოყონ შესაბამისი წარმომადგენლები ამ განკარგულების მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისათვის.

4. 2011 წლის 21 აპრილამდე ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა, მათთვის „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ასიგნებების საფუძველზე, შეიმუშაონ 2011 წლის  პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტები და წარუდგინონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური