დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ელექტრონული სერვისების (პროგრამის) სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1852 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1852
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
ელექტრონული სერვისების (პროგრამის) სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მთავრობის მიერ ქ. თბილისის მერიის სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრზე დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების, ოფიციალური დოკუმენტაციის შეთანხმების, საზოგადოებისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, აგრეთვე ხელშეკრულებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად დადების მიზნით, ქ. თბილისის მერიის სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ელექტრონული სერვისების (პროგრამის) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს 2011 წლის ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტით ქ. თბილისის მერიის სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები