დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2011 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1596 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1851 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 23/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1851
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„2011 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1596 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2011 წლის რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №1596 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები