დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.026.016255 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №221 ბრძანებაში (ვებგვერდი, 010320010, 28/03/2013) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:’’. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. 1. პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის ქვედანაყოფებია: ა) პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველო; ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; გ) სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველო. 2. პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს ფუნქციებია: ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა; ბ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანთან წარსადგენ კანონპროექტთა ნუსხის შემუშავება; გ) წინადადებების შემუშავება სამინისტროს კანონშემოქმედებითი გეგმის თაობაზე და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულება და შესრულების კოორდინაცია, ასევე სამინისტროს მიერ ინიციირებული საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უწყებებიდან შემოსული საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, ,,ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ატვირთული, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტიდან და მთავრობიდან საპარლამენტო და სამთავრობო კონტროლის განხორციელების მიზნით შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა უწყებებიდან შემოსული და სამინისტროს სისტემაში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადების უზრუნველყოფა; გ) მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენის კოორდინაცია; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სათანადო სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან შესაბამისი მონაცემების გამოთხოვა და მიღებული ინფორმაციის განმცხადებლისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათა/პირთა წერილების/განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება. 3. სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლო დავებზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობა გამოძიების და სააღსრულებო ორგანოებში; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში (სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრ(ებ)ის განხილვისას); დ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია; ე) სამინისტროში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების (საჭიროებისამებრ, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად) განხილვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების ან/და წინადადებების შემუშავება; ვ) სამინისტროს მონაწილეობით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებების განზოგადება და რეკომენდაციების წარდგენა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, პირთა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; თ) სამინისტროში შემოსული სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობაში, სააღსრულებო და სასამართლოებთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები