დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის გამჭვირვალობის და ამ რეფორმაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდისათვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 596 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 16/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №596
2011 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის გამჭვირვალობის და ამ რეფორმაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდისათვის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საბიუჯეტო პროცესისა და მთლიანად სახელმწიფო ფინანსების მართვის გამჭვირვალობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ფინანსების მართვის შემდგომი გაუმჯობესებისა და მიმდინარე რეფორმებში მოსახლეობის, მათ შორის, სტუდენტების აქტიურად ჩართვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში;
ბ) განსაზღვროს კონკურსის ჩატარების წესი და პირობები;
გ) განახორციელოს გამარჯვებული კონკურსანტებისათვის (არა უმეტეს 3 გამარჯვებული კონკურსანტი) ფულადი ჯილდოების გადაცემა „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები