„მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 591
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
591
16/03/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 16/03/2011
000000000.00(0).000.000000
„მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 591

2011 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის 483 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზ­ღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის 483 განკარ­გულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქარ­თველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, ორგანიზაცი­ული კოდების – „პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინან­სება“ და „სამინისტროს პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფი­ნანსება და 2010 წელს შესრულებული სამუშაოების აუნაზ­ღა­ურებელი ნაწილის გადახდა“ – ასიგნებების შემცირების ხარ­ჯზე, შესაბამისი თანხის ფარგლებში გაზარდოს ორგანიზაცი­ული კოდის – „მოსახლეობის ელექტროენერგიის და სურსათის ვაუჩერით უზრუნველყოფა“ ასიგნება.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. მოსახლეობის სურსათის ვაუჩერით უზრუნველყოფი­სათ­ვის გასატარებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭი­რო დამატებითი რესურსის მოძიება განხორციელდეს საქართვე­ლოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამი­ნისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლი­ვი წინადადებების საფუძველზე.“.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ. გილაური