„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 590
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
590
16/03/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 16/03/2011
000000000.00(0).000.000000
„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №590

2011 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის № 205 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარ­ჯე­ბის ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის № 205 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა)  მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე,  ორგანიზა­ციული კოდების – „პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფი­ნანსება“ და „სამინისტროს პროგრამების შესაძლო დეფიციტის დაფინანსება და 2010 წელს შესრულებული სამუშაოების აუ­ნაზღაურებელი ნაწილის გადახდა“ – ასიგნებების შემცირე­ბის ხარჯზე, შესაბამისი თანხის ფარგლებში გაზარდოს ორგანიზა­ციული კოდის – „მოსახლეობის ელექტროენერგიის და სურსა­თის ვაუჩერით უზრუნველყოფა“ ასიგნება.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. მოსახლეობის ელექტროენერგიის ვაუჩერით უზრუნ­ველ­ყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების დასაფინანსებ­ლად საჭირო დამატებითი რესურსის მოძიება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინის­ტროს ერთობლივი წინადადებების საფუძველზე.“ .

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური