დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს აგრარული განათლების და მეცნიერების განვითარების შესახებ“ შეთანხმების პროექტის მოწონებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 588 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 16/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №588
2011 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს აგრარული განათლების და მეცნიერების განვითარების შესახებ“ შეთანხმების პროექტის მოწონებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და აიპ „აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდს“ შორის შეთანხმების პროექტი „საქართველოს აგრარული განათლების და მეცნიერების განვითარების შესახებ“.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად , მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს შეთანხმების პროექტს „საქართველოს აგრარული განათლების და მეცნიერების განვითარების შესახებ“.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები