დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საგზაო ტექნიკის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 556 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/03/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 11/03/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №556
2011 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
შპს „საგზაო ტექნიკის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე , საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს „ზიმოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად , ქ . ბათუმში , 52 -სახლიანი საცხოვრებელი უბნის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად შპს „ზიმოს“ ქვეკონტრაქტორი შპს „საგზაო ტექნიკა“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში , სოფ . მეჯინისწყლის მიმდებარედ , მდ . ჭოროხის ქვიშა -ხრეშის გამოვლინებაზე განახორციელოს 55 500 მ3 ინერტული მასალის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში :
| № | X | Y |
| 1 | 717542 | 4607812 |
| 2 | 717318 | 4607715 |
| 3 | 717255 | 4607669 |
| 4 | 717396 | 4607675 |
| 5 | 717460 | 4607700 |
| 6 | 717601 | 4607781 |
| S=1,85 ჰა. | ||
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები