იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1112
24/05/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 24/05/2011
000000000.00(0).000.000000
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1112

2011 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

 ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სა­ქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის თან­ხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 სექ­ტემბრის №599, ,,საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული მო­სახ­­ლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტა­ტუსის მქონე პირთათვის გარკვეული დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 სექტემბრის №603, ,,რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვ­რებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონის­ძიებათა შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №753, ,,რუსე­თის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობი­სათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის №535 განკარგულებებით გამოყოფილი თანხებითა და ,,საქარ­თვე­ლოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო­სათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან 2008 წელს საქარ­თველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზა­რალებული მოსახლეობისათვის შეძენილი საყოფაცხოვრებო ნივ­თე­ბიდან დარჩენილი, გამოუყენებელი ნაწილი გაიცეს იძულებით გა­და­­ად­გი­ლებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის, უსასყიდლოდ, მა­თი საჭიროებების გათვალისწინებით.

 პრემიერ-მინისტრი                                                                   ნ. გილაური