დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 მაისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.162.016230 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 24 მაისის №21 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 28/05/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.162.016181) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი:
,,ზ) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აპრილის №10 დადგენილება.“.
2. მე-8 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ნ) ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილება;“.
3. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის (ქირის) განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 20 დეკემბრის №54 დადგენილება;“.
4. მე-18 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) ,,თვითმმართველი ერთეულის - ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულთა მიერ ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 მარტის №7 დადგენილება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები