დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.162.016229 |
|
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №10 დადგენილებაში (სსმ, 19, 01/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.162.000506) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის): |
1. მე-80 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს სამართლებრივი აქტებია: ა) ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება; ბ) ინდივიდუალური აქტი - საკრებულოს განკარგულება. 2. საკრებულოს ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ამ დებულებით (რეგლამენტით), აგრეთვე საკრებულოს მიერ დამტკიცებული ,,დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის“ შესაბამისად.“.
2. 106-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 106. საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმება 1. საკრებულოს სამართლებრივი აქტები სრულდება შესაბამის ბლანკებზე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს მიერ დამტკიცებული ,,დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის" შესაბამისად. 2. საკრებულოს სამართლებრივი აქტის სათაური უნდა იყოს მოკლე და შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს. 3. საკრებულოს სამართლებრივი აქტებში უნდა მიეთითოს საკრებულოს სხვა სამართლებრივი აქტების ან მათი ცალკეული პუნქტების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, თუ ახალი დოკუმენტი გამორიცხავს (არ შეესაბამება) ადრე გამოცემული (მიღებული) აქტების მოქმედებას. 4. საკრებულოს სამართლებრივ აქტებში სხვა სამართლებრივ აქტზე მითითებისას აღინიშნება მისი მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი, აქტის სახე და სათაური (ზუსტი და სრული სახელწოდება), მიმღები (გამომცემი) ორგანო და სარეგისტრაციო ნომერი. 5. საკრებულოს სამართლებრივი აქტებში დაუშვებელია ტერმინების შემოკლებული ფორმების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის ტექსტში მითითებულია სათანადო აღნიშვნა ტერმინის შემოკლებული ფორმის შემდგომი გამოყენების თაობაზე. 6. საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა რედაქტირებას და დოკუმენტურ გაფორმებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. 7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ დაუყოვნებლივ წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად.“. 3. 110-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საკრებულოს სხდომის ოქმზე თანდართული მასალები საკრებულოს აპარატში ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 4. 133-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ახმეტის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 სექტემბრის №36 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, უნდა გამოქვეყნდეს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტები, უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით, შეიძლება გამოიკრას აგრეთვე საკრებულოს, გამგეობის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე და/ან გამოქვეყნდეს ადგილობრივ გაზეთში. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, საინფორმაციო დაფაზე და/ან ადგილობრივ გაზეთში შეიძლება გამოქვეყნდეს მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება იმის თაობაზე, თუ სად შეიძლება მისი სრული ტექსტის გაცნობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები