დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016228 |
|
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 05/04/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016121) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების: |
1. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 19. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება 1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების, აგრეთვე საკრებულოს მიერ დამტკიცებული ,,დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის" მოთხოვნებს. 2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებულ უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პერსონალურ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტებისა, ვიზირებულ უნდა იქნეს აგრეთვე გამგეობის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციის სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, ხოლო თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება საფინანსო დოკუმენტაციას ან/და გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს – გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის მიერაც. 3. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტის პროექტი ვიზირებულ უნდა იქნეს ასევე გამგებლის იმ მოადგილის მიერ, რომელიც დარგობრივად უწევს კოორდინაციას პროექტით განსაზღვრულ საკითხს. 4. ამ მუხლით განსაზღვრული წესით ვიზირებულ პროექტს გამგებელი წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.“.
2. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები