დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის , სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის N218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 224 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 21/05/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.35.160.016207 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/05/2014 - 22/05/2014)
|
თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის , სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილების (ვებგვერდი, 13/02/2014 310150000.35.160.016201) და დანართი №1–ის მე–14 მუხლის პირველი პუნქტში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„დ) კონკურსის გამარჯვებულის გამოცხადების და მე–12 მუხლის მე–10 პუნქტის შესრულების დღიდან, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ავტობუსებით მომსახურების განხორციელების დაწყების გრაფიკით, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის მიერ განაზღვრული ვადის განმავლობაში, მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით; საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ავტობუსი, მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ხნოვანობის, ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეუცვლელად და ეს ცვლილებები დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გამცემს.“
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1)“ ქვეპუნქტი:
„დ1) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ვადის განსაზღვრისას თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიამ მხედველობაში უნდა მიიღოს ნებართვის მფლობელის მიერ მე–14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირების (კონკურსში მის გამარჯვებამდე მარშრუტზე მომუშავე მძღოლების) ინტერესების დაკმაყოფილება. |
| მუხლი 2 |
დაევალოს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიას ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე (რუსთავი–თბილისის მარშრუტზე) ნებართვის მფლობელის საკონკურსო და სანებართვო დოკუმენტაციაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები