რეპატრიაციის პროცესთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
რეპატრიაციის პროცესთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 09/12/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2405
09/12/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 09/12/2011
000000000.00(0).000.000000
რეპატრიაციის პროცესთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2405

2011 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

რეპატრიაციის პროცესთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1. რეპატრიაციის პროცესის ეფექტიანად და შეუფერხებლად გაგრძელებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 34 05) 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი მიმართოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კვლევისა და მოძიება-იდენტიფიცირების სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით საჭირო მომსახურებათა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური