სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2098
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 28/10/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
2098
28/10/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 28/10/2011
000000000.00(0).00.000000
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

  აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 2098

2011 წლის 28 ოქტომბერი

. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სა­მარ­თლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვი­თა­რების ფონდმა უზრუნველყოს:

) ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლას­დილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ8 – კმ10 მონაკვეთის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იძულებით გადაად­გი­ლებულ პირთა საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზა) სარეაბილი­ტა­ციო სამუშაოების შესყიდვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინ­ფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარ­ მოდ­ გენი­ ლი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე;

ბ) ქ. ბათუმში, თამარ მეფის დასახლებაში იძულებით გადაადგი­ლე­ბულ პირთა საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვ­ნე­ლობის საავტომობილო გზის 1,2 კმ‑იანი მონაკვეთის სარეაბილი­ტა­ციო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდ­ვა;

გ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისდა მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების დაფინანსება საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით სსიპ სა­ქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი სა­ქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციე­ლე­ბელი პროექტების მუხლით (ორგანიზაციული კოდი 25 05 03) გან­საზღვ­რული ასიგნებებიდან;

დ) სა­­ხელ­მწი­ფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და სა­ზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონის­ძი­­ბების შეზღუდულ ვადებში შეუ­ფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულებით გათვალის­წი­ნებული სა­მუ­შა­ოებისა და  მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსა­ხუ­რე­­ბის სახელ­მწი­ფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გან­­­ხორციელება.

2. ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციე­ლე­ბისათვის დამატებითი თანხების საჭიროების შემთხვევაში საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქარ­თველოს რეგიო­ნებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუ­ნიციპალური განვითარების ფონდს შესაბამისი მოთხოვ­ნის საფუძველზე გა­მოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                         ნ. გილაური