სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1821
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/09/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 14/09/2011
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1821
14/09/2011
გამოუქვეყნებელი, 0, 14/09/2011
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1821

2011 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

 1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულების გათვალისწინებით დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2011 წლის 9 სექტემბრის №05/19874) – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული – ქალაქ ბათუმში, ანგისას დასახლებაში მდებარე შენობა-ნაგებობების 379 კვ.მ ფართობით და მასზე დამაგრებული 6 680 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.32.01.758) ქალაქ ბათუმის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური